მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

აფხაზეთი

 

აფხაზეთი არის საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთის ისტორიული პროვინცია. ამჟამად მისი ჩრდილოეთ საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს, სამხრეთით და სამხრეთ-დასავავლეთით შავი ზღვა აკრავს, ჩრდილო-დასავლეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთი სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდინარე ენგურზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი დღეს 8,7 ათასი კვ.კმ-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 12,5 პროცენტს შეადგენს. ქართული წყაროები აფხაზეთს პირველად VIII საუკუნის ისტორიული მოვლენების აღწერისას იხსენიებს, ხოლო ბერძნულ წყაროებში ტომის სახელწოდება "აფსილებისა" და "აბაზგების" სახით ახ. წ. I-II საუკუნეებიდან გვხვდება. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია სოხუმი, რომელიც შავი ზღვის

  სანაპიროზე ზღვის დონიდან 5-140მ, ხოლო თბილისიდან 405 კმ. (რკინიგზით) დაშორებით მდებარეობს. დღევანდელი სოხუმის ადგილზე ძვ. წ. VI საუკუნეში ბერძნებმა დაარსეს ქ. დიოსკურია, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ცხუმს ეძახდა. ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში ქ. ცხუმი (სოხუმი)736 წლიდან მოიხსენიება.

სოხუმში არის ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ნალექები 1480 მმ წელიწადში.  რეგიონის ხელსაყრელი მდებარეობის გამო, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ჩვეულებრივ პირობებში შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მხარე. მაგრამ კონფლიქტის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა მისი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა.

-----------------------------------------------------------------------

ბიჭვინთა - მიუსერას ნაკრძალი   რიწის დაცული ტერ-ბი   ახალი ათონის (ივერიის) მღვიმე   გაგრა და გაგრის ქედი
     
             
ბიჭვინთა და ბესლეთის ხიდი   ბედიის ტაძარი   მოქვი, ილორი და დრანდა    
       
             
 

 

 

 

                                                               ზევით