მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

აჭარა

 

აჭარა საქართველოს ერთერთი ულამაზესი და უძველესი ისტორიული კუთხეა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. ადმინისტრაციული ცენტრია ბათუმი. აჭარას ჩრდილოეთით გურია, აღმოსავლეთით-ახალციხე, სამხრეთით-კარჩხალის ქედი, დასავლეთით კი არსიანის მთა ესაზღვრება.

აჭარის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ებსა და ღრმა ხეობებს უჭირავს, ზღვისპირა ფართობი კი ქობულეთისა და კახაბრის ვაკე-დაბლობებს. ზღვისპირა ვაკე-დაბლობზე ჭარბი ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. მაღალმთიანეთში ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული მოკლე და თბილია. აჭარა გამოირჩევა ხელსაყრელი, თბილი ჰავით. აქ გვხვდება როგორც მთა, ასევე ვაკე ადგილები და ერთმანეთისაგან განსხვავებული ხეობები, ცხოველთა მრავალფეროვანი სამყარო, მრავალსაუკუნეოვანი არქეოლოგიური ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები.

აჭარის მხარე განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს საზაფულო პერიოდში. სუბტროპიკული კლიმატი, საუკეთესო სამკურნალო თვისებების მქონე თბილი შავი ზღვა, სანაპირო ზოლში არსებული ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურა, მთისა და ზღვის ჰავის უნიკალური ურთიერთშეხამება ქმნის საუკეთესო პირობებს აჭარაში დასვენებისათვის.

 

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებობს 6 კურორტი, მათ შორის 5 ზღვისპირა კლიმატური კურორტი (ქობულეთი, ციხისძირი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, ბათუმი),  ერთი მაღალმთიანი კლიმატური კურორტი - ბეშუმი და  17 საკურორტო ადგილი.

მზის, ზღვის, მაგნოლიების, აკაციების სურნელით გაჟღენთილი ეს ქალაქი, წლის ყველა დროს მიმზიდველი და მომხიბლველია. მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი მზითა და უამრავი სტუმრითაა სავსე, დანარჩენ დროს კი თავის მსუბუქ და მხიარულ ხასიათს შხაპუნა წვიმებით ავლენს.

ბათუმი გელოდებათ, ბათუმი გეპატიჟებათ, ბათუმს უყვარხართ. ის მთელი წლის დაუშრეტელი ენერგიის მარაგით აავსებს ყველას, ვინც ცოტა ხნით მაინც ეწვევა და სამუდამოდ შეიყვარებს მას.

 

 

-----------------------------------------------------------------------

კინტრიშის და მტირალას დაც. ტერ-ბი   ბათუმი   ქობულეთი   გონიო-აფსაროზი და სხალთა
     
             
გოდერძის განამარხებული ფლორა   ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მწვანე კონცხი   ბეშუმი    
       
             
 

 

 

 

                                                               ზევით