მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

კახეთი

 

   კახეთი - საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთებით, მწვერვალებითა (3300-4500მ) და უღელტეხილებით, ვაკეებით, ველ-მინდვრებითა და ნახევრად უდაბნო ადგილებით. იგი ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს. კახეთს ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი. მისი ფართობი მოიცავს 12,2 ათას კვ.კმ-ს.
საოცარი სანახავია კახეთის კავკასიონი, ციცაბო ფერდობებით რომ ეშვება ალაზნის ვაკეზე. კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. აქ მრავალი ჯიშის ყურძენი ხარობს და შესაბამისად, მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი ღვინოებიც მზადდება.
 
 კახეთი ერთ - ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი ადმინისტრაციულად მოიცავს როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხეს - თუშეთს.

 ისტორიული თუ რელიგიური ღირსშესანიშნაობების რიცხვით კახეთი ნამდვილად მდიდარი მხარეა, აქ შეგიძლიათ მოინახულოთ საუკუნეების წინანდელი ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები, როგორიცაა გრემი, იყალთო, ალავერდი, შუამთა, ნინოწმინდა, გურჯაანის ყველაწმინდა, ნეკრესი, გრემის ნაქალაქარი, ბოდბის წმინდა ნინოს სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც უდიდესი რელიგიური დატვირთვა აქვს.
 

დავით გარეჯის ლავრა, რომელიც წარმოადგენს კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების სისტემას. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი წინანდალში, რომელიც დაგაბრუნებთ მე-19 საუკუნეში და შესაძლებლობას მოგცემთ დატკბეთ ულამაზესი დეკორატიული ბაღით, რომლის გაშენებაც თავად პოეტმა  დაიწყო 1830 წლიდან. ხორნაბუჯის ციხე - ქალაქი (რომელსაც თამარის ციხესაც უწოდებენ, რადგან თამარის მეფობის დროს ქალაქმა დიდი აღმავლობა განიცადა).

ენოთეკაში დაცულია 70 დასახელების ღვინო, კოლექციის ყველაზე ძველი ექსპონატის 1814 წლის პოლონური თაფლი. ქართული ღვინოებიდან ყველაზე ძველი ღვინოა 1841 წლის საფერავი. აქვეა ფრანგული ღვინოები: "ბორდო", "შატო", "ესპანური ხერესი", "რისლენდი".

ენოთეკა 11 ოქროს მედლით არის დაჯილდოვებული სხვადასხვა დროს ჩატარებული საერთაშორისო გამოფენაზე. კახეთი თავისი ისტორიული და რელიგიური ღირშესანიშნაობებით,  უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს.

-----------------------------------------------------------------------

სიღნაღი   ბოდბე   თელავი და ბატონის ციხე   წინანდალი
     
             
იყალთო და შუამთა   ალავერდი   გრემი და ნეკრესი   გურჯაანის ყველაწმინდა და კვეტარა
     
             
დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი   ვაშლოვანის დაც. ტერიტ.   თუშეთის დაც. ტერიტ.   ბაწარა-ბაბანეურის დაც. ტერიტ.
     
             
ლაგოდეხის დაც. ტერიტ.            
           
             

 

 

 

 

                                                               ზევით