მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

ყველაწმინდა

 

   გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი მდებარეობს სოფელ გურჯაანის მახლობლად, ტყეში, კახთუბნის ხეობაში, ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე.

    ხელოვნებათმცოდნეები ტაძრის აგების თარიღად VIII საუკუნეს მიიჩნევენ. გურჯაანის ყველაწმინდა რთულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ტაძრის ასაგებად გამოყენებულია სამი ტიპის საშენი მასალა: რიყის ქვა, შირიმი და აგური. იგი ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში. XVII -ში ტაძარი მოიხატა.

    გვიან შუასაუკუნეებში მონასტერი დიდი თავადების - ანდრონიკაშვილებისა და ჯორჯაძეების საძვალეს წარმოადგენდა. შაჰ აბას პირველის შემოსევის შედეგად აქ სამონასტრო ცხოვრება შეწყდა და მხოლოდ 1822 . განახლდა. 1938 წელს ყველაწმინდაში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 

 

 

 

-----------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

                                                               ზევით