მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

ქვემო ქართლი

 

ქვემო  ქართლი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე,  ქართლის ერთი ნაწილი. იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები მოიხსენიებოდა სხვადასხვა სახელებით , რომელთა შინაარსი ხშირად იცვლებოდა.

 ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან  სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარე კახეთის  ნაწილსაც. ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსარის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა  და სომხეთის რესპუბლიკები.

ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი.

 

 ქვემო ქართლი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მხარეა. მას თბილისის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ. მხარის ფართობი შეადგენს 6528 კვ.კმ-ს, რაც საქართველოს საერთო ფართობის 10%-ია. საქართველოს მხარეებს შორის ქვემო ქართლს ფართობით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მოსახლეობით მე-3.

მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რუსთავი. მხარეს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კარგი სატრანსპორტო კავშირები აქვს. აქ გადის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. მთავარი სამრეწველო ქალაქებია რუსთავი და მარნეული. მხარე საქართველოს საერთო საწარმოო მოცულობის 15-20%-ს იძლევა.

-----------------------------------------------------------------------

ბეთანია   ბოლნისის სიონი და წუღრუღაშენი   დმანისი და მანგლისის სიონი   ალგეთის ეროვნული პარკი
     
             
დაშბაშის კანიონი და მდინარე ხრამი            
           
             

 

 

 

 

 

                                                               ზევით