მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

სამცხე - ჯავახეთი

 

   სამცხე-ჯავახეთი საქართვლოს უძველესი კუთხეა. ამ ტერიტორიაზე მრავალი არქეოლოგიური ძეგლია. შეიძლება ითქვას, რომ სამცხე-ჯავახეთის მიწა-წყალი მრავალ საიდუმლოს ინახავს და მისი ვრცელი ტერიტორიები  გამოსაკვლევია.

    არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო რომ ადამიანს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან უცხოვრია. რეგიონის ტერიტორიაზე მრავალი ადრე ანტიკური ხანის ნაქალაქარი და ყორღანული სამარხი იქნა აღმოჩენილი. აქ ვხვდებით ლოდებიდან მშრალად ნაშენ ციხე ნამოსახლარებს,  გალავნებს, კოშკებსა და აკლდამებს.

   უძველესი დროიდან ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო იყო, ხოლო მის კულტურულ და რელიგიურ ცენტრს წუნდა წარმოადგენდა. წუნდას ნაქალაქარი დღევანდელი ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა. გადმოცემის თანახმად, წუნდა დააარსა საქართველოს ერთ-ერთმა ეთნარქმა - ჯავახოსმა. აქედან მომდინარეობს ტოპონიმი ჯავახეთი. სამცხე-ჯავახეთი ისტორიული მესხეთის შემადგენლობაში შედიოდა. მესხეთის გეოგრაფიული მდებარეობა ხელსაყრელ პირობას ქმნიდა ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური  განვითარებისათვის. იგი ხელს უწყობდა კავშირის

 

დამყარებას საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ ძველ კულტურებსა და მცირე აზია-მახლობელი აღმოსავლეთის ცივილიზაციის ცენტრებს შორის.  

   IXს. სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ახალციხე. საქართველოს ძლიერების ხანაში სამცხე-ჯავახეთი საქართველოს სამხრეთი ფორპოსტი იყო. ამის შემდეგ სამცხე-ჯავახეთში მონღოლები ბატონობდნენ. სამცხე-საათაბაგო მოგვიანებით შემოიერთა გიორგი ბრწყინვალემ. 1578 წელს თურქებმა მესხეთი დაიპყრეს და აქ ახალციხის საფაშო შექმნეს, 1595 წელს დაპყრობილი მხარე აღწერეს და გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი შეადგინეს. 1625 წელს სამცხე-საათაბაგომ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა, არსებობა შეწყვიტა.

    საქართველოს დღევანდელი რეგიონალური დაყოფის მიხედვით ჯავახეთი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შედის და მოიცავს: ახალქალაქის, ნინოწმინდის, ნაწილობრივ ასპინძის და ბორჯომის რაიონების ტერიტორიებს.

-----------------------------------------------------------------------

ვარძია   ბაკურიანი   აბასთუმანი   ახალციხე
     
             
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი   საფარა და ზარზმა   ხერთვისის ციხე და წუნდა   ვაჰანის ქვაბები
     
             
აწყურის ღვთისმშობლის ეკლესია და ციხე   მდინარე მტკვარი და ვარძიის კანიონი   ფარავანი და ტაბაწყური   ჯავახეთის ვულკანები
     
             
ბორჯომის ხეობა და მინერალური წყალი   ჯავახეთის დაცული ტერიტორიები        
         
             
 

 

 

 

                                                               ზევით