რეგიონი,
რომელიც
სამეგრელოს
ისტორიულ
სამთავროს
ეკავა,
ისტორიის
მანძილზე
სხვადასხვა
სახელით
მოიხსენიებოდა
-
კოლხეთი,
ეგრისი,
ლაზიკა,
ოდიში
და
მინგრელია.
სამეგრელოს
რეგიონს
მთელი
თავისი
ისტორიის
მანძილზე
უდიდესი
სტრატეგიული
მნიშვნელობა
ენიჭებოდა.
აქ
ძლევამოსილი
იმპერიები
ერთმანეთის
წინააღმდეგ
იბრძოდნენ.
შედეგად,
ეს
მხარე
ხშირად
რომაელების,
ბიზანტიელების,
მონღოლების,
თურქების,
სპარსელების,
რუსებისა
და
სხვათა
არმიების
არაერთი
შემოსევის
ობიექტი
გახდა.
ანტიკურ
ხანაში
სამეგრელო
კოლხეთის
სამეფოს
ნაწილს
წარმოადგენდა.
კოლხეთი
მთლიანად
მოიცავდა
დღევანდელ
დასავლეთ
საქართველოს
ტერიტორიას.
ბერძნულ
მითოლოგიაში
კოლხეთი
ოქროს
საწმისის
ქვეყნად
ითვლებოდა,
სადაც
იაზონმა
არგონავტებთან
ერთად
იმოგზაურა.
აღსანიშნავია,
რომ
ძველი
წელთაღრიცხვით
VII
საუკუნემდე
ბერძნები
ფიქრობდნენ,
რომ
კოლხეთი
მათთვის
ნაცნობი
მსოფლიოს
უკიდურეს
მიჯნაზე
მდებარეობდა.
თანამედროვე
ეპოქამდე
ეს
რეგიონი
ლაზიკას
სახელწოდებითაც
იყო
ცნობილი,
მას
ეგრისიც
ერქვა.
VII
საუკუნეში
კავკასიას
არაბების
ურდო
მოედო.
მას
შემდეგ,
რაც
ხალიფატის
ძლიერება
კავკასიაში
საგრძნობლად
დასუსტდა,
დასავლეთ
და
აღმოსავლეთ
საქართველო
ერთ
სამეფოდ
გაერთიანდა.
ეს
სამეფო
XI
საუკუნიდან
XV
საუკუნემდე
არსებობდა.
XV
საუკუნის
დასასრულს
საქართველოს
მონარქია
სამ
მოქიშპე,
დამოუკიდებელ
სახელმწიფოდ
დაიყო:
ქართლი
-
ცენტრალურ
და
აღმოსავლეთ
საქართველოში,
კახეთი-
აღმოსავლეთში
და
იმერეთი
-
დასავლეთში.
შეიქმნა
რამოდენიმე
სამთავრო
და
მომცრო
ზომის
სახელმწიფო,
რომლებსაც
ფეოდალები
მართავდნენ.
ამ
პერიოდს
მიეკუთვნება
ოდიშის
სამთავრო,
რომელიც,
დღევანდელი
სამეგრელოს
მთელს
ტერიტორიას
მოიცავდა.
XII
საუკუნის
შუა
წლებიდან
მოყოლებული
XIX
საუკუნემდე
ოდიშს
დადიანების
გვარის
წარმომადგენლები
მართავდნენ.
მკვლევართა
აზრით,
გვარი
("დადიანი")
თავდაპირველად
ტიტულს
წარმოადგენდა
და
"სტრატეგიული
მიწების
მმართველს"
ნიშნავდა.
ამ
პერიოდის
უძლიერესი
მმართველი
ლევან
II
დადიანი
იყო
(მართავდა
1611-1657
წლებში),
რომელმაც
წარმატებით
დაიპყრო
გურია,
ხოლო
იმერეთი
დაპყრობას
არაერთხელ
ბეწვზე
გადაურჩა.
ლევანმა
რეგიონში
რუსეთის
გავლენის
განმტკიცებასაც
მნიშვნელოვნად
შეუწყო
ხელი.
მან
რუსეთთან
პირველი
კავშირი
ჯერ
კიდევ
1636
წელს
დაამყარა,
რომ
ოსმალოთა
მხრიდან
შესაძლო
საფრთხის
შემთხვევაში
რუსეთის
მხარდაჭერა
ჰქონოდა.
დადიანების
დინასტიისა
და
ოდიშის,
როგორც
დამოუკიდებელი
სახელმწიფოს,
დასასრულის
დასაწყისად
შეიძლება
XVIII
საუკუნის
ბოლო
მივიჩნიოთ.
გაუთავებელი,
სისხლისმღვრელი
და
ულმობელი
შიდა
ომებისა
და
შუღლის
ფონზე,
რაც
საქართველოს
საუკუნეების
მანძილზე
ასუსტებდა,
1790
წელს
დასავლეთ
საქართველოს
სახელმწიფოების
-
იმერეთის,
გურიისა
და
ოდიშის
-
მმართველებმა
დადეს
ხელშეკრულება
აღმოსავლეთ
საქართველოში
ქართლ -კახეთის
სამეფოსთან
(ქართლ
-კახეთის
სამეფო
1762
წელს
შეიქმნა
ორი
მანამდე
განცალკევებული
სამეფოს
გაერთიანების
შედეგად).
ეს
ხელშეკრულება
ითვალისწინებდა
ერთგულების
ფიცს
ქართლ -კახეთის
მეფე
ერეკლე
II-ის
მიმართ,
რომლის
სამეფოც,
თავის
მხრივ,
თანდათან
ექცეოდა
რუსეთის
გავლენის
ქვეშ.
ეს
პროცესი
დაიწყო
1783
წელს
გეორგიევსკის
ტრაქტატის
ხელმოწერით,
რომლის
თანახმად
სამეფო
რუსეთის
სამხედრო
მფარველობის
ქვეშ
ექცეოდა,
ხოლო
კულმინაციას
1801
წელს
მიაღწია,
როდესაც
რუსეთმა
საქართველოს
სრული
ანექსია
მოახდინა.
1991
წელს
საბჭოთა
კავშირის
დაშლის
შედეგად
საქართველო
კვლავ
დამოუკიდებელი
სახელმწიფო
გახდა.
ისტორიული
სამეგრელოს
სამთავროს
ტერიტორია
ამჟამად
საქართველოს
რესპუბლიკის
სამეგრელო-ზემო
სვანეთის
ადმინისტრაციული
რეგიონის
შემადგენლობაში
შედის.
დღეს
სამეგრელო
ცნობილია
თბილი,
სუბტროპიკული
ჰავით,
რაც
განსაკუთრებით
თვალსაჩინოა
ტყეებითა
და
ჭაობებით
დაფარულ
კოლხეთის
ეროვნულ
პარკში,
სადაც
ფრინველებზე
დაკვირვების
მოყვარულთათვის
შესანიშნავი
გარემოა.
|
|
საქართველოს
სხვა
რეგიონების
მსგავსად,
სამეგრელოში
რამდენიმე
სახის
ღვინო
იწარმოება.
მათგან
ყველაზე
განთქმულია
"ოჯალეში",
ანუ
შავი
ღვინო,
ბუნებრივად
ნახევრად
ტკბილი;
მზადდება
იმავე
დასახელების
ყურძნის
ჯიშისაგან.
სამეგრელოს
მრავალფეროვანი
და
ხანგრძლივი
ისტორიის
ამსახველი
უამრავი
ისტორიული
ძეგლი
და
ნაგებობაა
შემორჩენილი,
რაც
ამ
რეგიონის
სიამაყეს
წარმოადგენს.
ისტორიული
მასალაა
დაცული
ზუგდიდში,
დადიანების
სასახლე-მუზეუმში,
რომელიც
ისტორიული
მნიშვნელობის
ხელოვნების
ნიმუშების
შთამბეჭდავ
კოლექციას
ფლობს.
ზემო
სვანეთი
სვანეთი
საქართველოს
ისტორიულ-გეოგრაფიული
მხარეა.
იგი
მოიცავს
კავკასიონის
ქედის
სამხრეთ
კალთებს
და
მდინარეების
ენგურისა
და
ცხენისწყლის
ზემოწელს.
ისტორიულ
სვანეთში
შედიოდა
აგრეთვე
ე.
წ.
აფხაზეთის
სვანეთი,
სამეგრელოს,
ზემო
რაჭისა
და
ლეჩხუმის
მოსაზღვრე
რეგიონები.
ადრინდელ
საუკუნეებში
სვანეთი
კოლხეთის
სამეფოს
შემადგენელი
ნაწილი
იყო,
შემდეგ
მიეკუთვნებოდა
ეგრისის
სამეფოს.
XI-XV
საუკუნეებში
ერთიანი
საქართველოს
საერისთავო
იყო.
როდესაც
საქართველო
დაიშალა
სამეფო-სამთავროებად,
სვანეთიც
რამდენიმე
ნაწილად
გაიყო:
თავისუფალ,
სადადეშქელიანო
და
სადადიანო
სვანეთად.
ამჟამად
სვანეთი
ორ
ნაწილად
იყოფა,
ზემო
და
ქვემო
სვანეთად.
მათ
ჰყოფს
მაღალი
სვანეთის
ქედი
ლატფარის
ზეკარით.
ზემო
სვანეთი
შეიცავს
მდ.
ენგურის
ხეობას
სათავიდან
სამეგრელოს
საზღვრამდე,
ხოლო
ქვემო
სვანეთი
-
ცხენისწყლის
ხეობას
სათავიდან
მურის
ხიდამდე
(ქ.
ცაგერის
სიახლოვეს).
თანამედროვე
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
დაყოფით
ზემო
სვანეთი
შედის
სამეგრელო-ზემო
სვანეთის
მხარის
მესტიის
რაიონში,
ქვემო
სვანეთი
-
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო
სვანეთის
მხარის
ლენტეხის
რაიონში.
სვანეთის
მოსახლეობის
აბსოლუტური
უმრავლესობა
ქართველია,
კერძოდ
მათი
ეთნოგრაფიული
ჯგუფი
-
სვანები.
სვანები
-
ქართველთა
ეთნოგრაფიულ
ჯგუფს
წარმოადგენენ.
ძირითადად
ცხოვრობენ
სვანეთში,
მესტიისა
და
ლენტეხის
რაიონებში,
აგრეთვე
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
გულრიფშის
რაიონის
ჩრდილოეთ
ნაწილში.
სვანურ
ტომებს
წარსულში
უზარმაზარი
ტერიტორია
ეკავათ
დიდი
კავკასიონის
როგორც
სამხრეთ
კალთებზე,
ასევე
ჩრდილოეთში.
სვანური
ტომები
ერთ-ერთი
მთავარი
კომპონენტი
იყო,
რომლის
საფუძველზე
მოხდა
თანამედროვე
ქართველი
ხალხის
ფორმირება.
წარსულში
სვანებს
ახასიათებდათ
კულტურისა
და
ყოფის
ლოკალური
თავისებურებები,
როგორებიც
იყო
კოშკური
არქიტექტურის
ორიგინალური
ფორმები,
ალპური
მეურნეობის
განვითარება,
სამხედრო
დემოკრატიის
გადმონაშთები
და
სხვა.
სვანების
დიდი
ნაწილი
ორენოვანია:
ისინი
საუბრობენ
ქართულ
ენაზე,
ხოლო
ყოველდღიურ
ყოფაში
იყენებენ
სვანურს,
რომელიც
ქართველურ
ენებს
მიეკუთვნება.
ამჟამად
საქართველოში
მცხოვრები
დაახლოებით
3.600.000
ქართველიდან
დაახლოებით
80.000
ქართველი,
სვანური
ეთნოგრაფიული
ჯგუფის
წარმომადგენელია
|