მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

შიდა ქართლი

 

შიდა ქართლი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი.

შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო აღმოსავლეთიდან - არაგვით, ჩრდილოეთიდან - კავკასიონით, დასავლეთიდან - ლიხის ქედით, სამხრეთიდან - თრიალეთის ქედით. თვით ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის მიხედვით დანაწილებული იყო ზემო, შუა ანუ შიდა და ქვემო ქართლად.

შიდა ქართლი ვრცელდებოდა აღმოსავლეთით არაგვსა და თბილისამდე ჩრდილოეთით - კავკასიონის ცენტრალურ ქედამდე, დასავლეთით - ლიხის ქედამდე, ხოლო სამხრეთით -თრიალეთის ქედამდე  და ფარავნის ტბამდე. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარი ეწოდებოდა. ეს უკანასკნელი ისტორიული წყაროების მიხედვით ზოგჯერ არ შედიოდა შიდა ქართლში, მაშინ როცა მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ყოველთვის შიდა ქართლში იგულისხმებოდა.

მასზე გამავალი მდინარეები - ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით

  დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: აღმოსავლეთის ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი. ასევე შიდა ქართლში მოედინება ბუნებრივი სამკურნალო წყლები და სუფთა წყაროს წყლები.
        შიდა ქართლის მდინარეების უმრავლესობა უძველესი დროიდანა სარწყავად გამო
იყენება. ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედების და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მებოსტნეობა-მებაღჩეობა, მოჰყავთ ასევე მარცვლეული კულტურები და ყურძენი. რაიონში მდებარეობს აგარის შაქრის ქარხანა, კვების მრეწველობის საწარმოები. 
        მხარის სამხრეთი ნაწილი საქართველოს ძირითადი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ არის განლაგებული და მნიშვნელოვანი სამრეწველო პოტენციალი აქვს (გორი, კასპი, აგარა).

 

-----------------------------------------------------------------------

კვერნაქის ქედი   ლიხის ქედი   გორის ციხე და სტალინის მუზეუმი   იკორთა და ლარგვისი
     
             
რკონი   სამთავისი და ატენის სიონი   უფლისციხე და ყინწვისი    
       
             
 

 

 

 

                                                               ზევით