მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

სიღნაღი

 

ქალაქი სიღნაღი აღმოსავლეთ საქართველოში, ცივგომბორის ქედის დაბოლოებაზე, ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს. იგი ზემოდან დაჰყურებს ალაზნის ველს.

 ალაზნის ვაკე და კავკასიონის შვეულად აღმართული მთები განუმეორებელ პეიზაჟს ქმნის, რაც უამრავ ტურისტს იზიდავს. სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელსაც სტატუსი 1801 წელს მიენიჭა. სიღნაღი და მისი მიდამოები მოფენილია უძველესი ეკლესია-მონასტრებით, ისტორიული ძეგლებითა და მუზეუმებით.          

 სახელწოდება სიღნაღი წარმოსდგება თურქული სიტყვიდან და თავშესაფარს ნიშნავს. ქალაქ სიღნაღისა და სიღნაღის ციხე-სიმაგრის ისტორია განუყრელადაა დაკავშირებული მეფე ერეკლე II-ის სახელთან, რომელმაც განაახლა გალავანი სიღნაღისა და მას მთავარი როლი დააკისრა ლეკებისა, ოსმალ-ყიზილბაშებისგან თავის დასაცავად. ერეკლე II- მოახდინა სიღნაღის გალავნის გენერალური რეკონტრუქცია, გაამაგრა კედლები და შეუხამა იმ დროის მოთხოვნებს.
         
სიღნაღის ციხე-გალავანი ერთი-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. მას თითქმის 40 ჰექტარი უკავია. გალავნის სიგრძე 4-კილომეტრამდეა. მთელ პერიმეტრზე განლაგებული ყოფილა 23 კოშკი და იმდენივე კონტრფორსი. ყველა კოშკი ატარებდა სახელს იმის მიხედვით, თუ რომელი სოფელი მონაწილეობდა მის მშენებლობაში. ციხეს ჰქონია 6 შესასვლელი, რომლებიც ასევე სოფლების სახელებs ატარებდნენ.
ციხის კედლები ორ იარუსიანია. ქვედა, ყრუ იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრს, ხოლო ზედა იარუსისა 70-80 სმ- შეადგენს. სიღნაღის ციხე-გალავანში ჩაშენებულია წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის ეკლესია. გალავანი ნაგებია ძირითადად რიყის ქვით, უმნიშვნელო რაოდენობითაა გამოყენებული აგური.

2005-2008 წლებში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა სიღნაღის რეაბილიტაცია, შეიცვალა ინფრასტრუქტურა, მოპირკეთდა ქუჩები, შენობებს დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახე.

 

 

 

-----------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

                                                               ზევით