მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

თბილისი

 

   თბილისი - საქართველოს დედაქალაქი და კავკასიის ისტორიული ცენტრი. მისი ისტორია მე  IV საუკუნიდან თექვსმეტ საუკუნეს მოიცავს. დღემდე ქართული იდენტობის ცენტრად ითვლება. თბილისი ისეთივე შემკრებია ქართველობისა, როგორც იერუსალიმი ებრაელებისათვის. საუკუნეთა განმავლობაში უამრავი რამ გადახდა ჩვენს ქალაქს.  დიდხანს ყოფილა დაპყრობილი, მაგრამ მაინც გაუტეხელიმრავალგზის დამუქრებია მტერი, ბევრიც მოუგერიებია გმირთა წყალობით.
   ოსმალონი, სპარსნი, რუსნი, ბიზანტიელნი მოდიოდნენ მტრად და საბოლოოდ რჩებოდნენ მოყვრებად, ასე ჩვენი დედაქალაქი იკრებდა ყველა ჯიშსა და მოდგმას. ითავისებდა ყველა ენასა და სარწმუნოებას, განსხვავებულ კულტურას. თავადაც მდიდრდებოდა და საქართველოსაც ამდიდრებდა საკუთარი მრავალფეროვნებით.   ძალზედ იშვიათია ქალაქი, რომელსაც ესოდენ უმტკივნეულოდ, უკონფლიქტოდ მიეღოს და შეეთვისებინოს უცხო ტომები.

    მრავალი რჯული და სარწმუნოების ხალხი აქ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ მიწის ერთ მტკაველზე.

დედა - თბილისი სინაგოგად, მეჩეთად თუ კათოლიკურ კირხად სახეთქმნილნი, ყოველი მათგანის მფარველი იყო, არის და იქნება მარადჟამს
  საუკუნეების მანძილზე ეს დიდებული ქალაქი  ვითარდებოდა, ქმნიდა საერთო ღირებულებებს, იგერიებდა მოსისხლე მტრებს, იზრდებოდა და კნინდებოდა საქართველოსთან ერთად. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ინარჩუნებდა იმ სულისკვეთებას, რომელმაც საქართველოს დედაქალაქად და კავკასიის ისტორიულ ცენტრად აქცია.

 

-----------------------------------------------------------------------

აბანოთუბანი   თბილისის ზღვა   ძველი თბილისი   მთაწმინდა
     
             
მეტეხის ციხე   სიონი   სამება   სინაგოგა ,
     
             
მეჩეთი   კათოლიკური ეკლესია   ქაშვეთი   ნარიყალა
  k    
             
მამადავითი   მშვიდობის ხიდი   სამება   ფუნიკულიორი
     
             
     
             
             
     
             

 

 

 

 

                                                               ზევით