მთავარი       გიდების სია       ტრანსპორტი       ტურები       კონტაქტი
 
   

თელავი და ბატონის ციხე

 

   თელავი კახეთის ისტორიული რეგიონის ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრია. ქალაქად ჩამოყალიბდა 8-10 -ში, როგორც რანთა და კახთა სამეფოს დედაქალაქი. XII -დან, როდესაც დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთის სამეფო გააუქმა, თელავმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მცირე ქალაქის სახით განაგრძო არსებობა.

    XVII -ის 60-იანი წწ-დან თელავი კვლავ  კახეთის სამეფოს დედაქალაქია. ამ ეპოქის თელავის დიდი კომპლექსებიდან დღემდე მოღწეულია: "ბატონის ციხე", "ვახვახიშვილების ციხე", "ყორჩიბაშვილების ციხე" და "ძველი გალავანი".

    თელავის ცენტრში მდებარე კახეთის მეფეთა რეზიდენცია "ბატონის ციხე" მოიცავს 3 ჰა ფართობს. მის ტერიტორიაზეა გალავანი, სამეფო სასახლე, შემორჩენილია საბანაო ოთახი და საქვაბე. ციტადელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ათიოდე მეტრში დგას დიდი ბურჯი. მასზე XIX საუკუნის ორმოციან წლებამდე იდგა 7,5 . სიგრძის ზარბაზანი.

 

-----------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

                                                               ზევით